სოც. მედია
გურამ დოჩანაშვილი დაკრძალეს
2021-04-06 17:30:11
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს.
"დოჩანა ყოველთვის დაიბადება, როცა მის ნაწარმოებს გადავშლით და წავიკითხავთ.
დოჩანამ ის სიყვარული დაგვიტოვა, დედამიწას რომ ატრიალებს", - წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის მანამდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში ორი კვირის განმავლობაში იყო.
დოჩანაშვილი 1939 წელს დაიბადა, 26 მარტს ის 82 წლის გახდა.
კომენტარები