1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის mBank - შენი მობილური ცხოვრებისთვის

თბილისი, 29 მაისი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა სრულიად ახალი მობილბანკის - mBank-ის დანერგვის შესახებ. mBank-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო მობილური ცხოვრებისთვის, ყველა საბანკო ოპერაცია კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ ახალი mBank-ი  საქართველოს ბანკის გუნდის მიერ შეიქმნა და  100%-ით ქართული პროდუქტია. 

mBank-ის საინტერესო დიზაინი და ანიმაციური ელემენტები მოხმარებას განსაკუთრებით მარტივს და სასიამოვნოს ხდის. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს  ისარგებლოს mBank-ის შემდეგი ფუქცნიებით:

• მარტივი შესვლა - mBank-ში შესვლა შეგიძლიათ სწრაფად და უსაფრთხოდ, თქვენი თითის ანაბეჭდით ან ოთხ ციფრიანი პასკოდით.

• ჯამურად ხელმისაწვდომი თანხისა და ანგარიშების შემოწმება - აპლიკაციაში შესვლისთანავე მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ჯამურად ხელმისაწვდომი თანხის, ანაგრიშების, საკრედიტო ბარათების, ანაბრების, სესხების, ფასიანი ქაღალდებისა და დაგროვილი ბონუსქულების შესახებ. აქვე შესაძლებელია, ანგარიშების ამონაწერის და ოპერაციების ისტორიის შემოწმება.

• მობილური პაკეტის შეძენა - მომხმარებელი მარტივად შეავსებს, როგორც მობილურ ბალანსს, ასევე პირდაპირ შეიძენს სასურველ მობილურ პაკეტს. მეტი მოხერხებულობისათვის, აპლიკაცია თავად გამოიძახებს მომხმარებლის ტელეფონის კონტაქტებს.

• ძიების ფუნქციონალი - mBank- ში, მომხმარებელი მოძებნის ნებისმიერ სიტყვას ფუნქციის, ოპერაციის, პროდუქტისა, თუ მომსახურების შესახებ  და სწრაფად შეძლებს ოპერაციის შესრულებასა და გამეორებას.

• თემატური შაბლონები - მომხმარებელის  მიერ სახლის კომუნალურისა და ავტომობილთან დაკავშირებული გადასახდელების პირველივე გადახდისთანავე mBank-ში შეიქმნება სახლის და მანქანის შაბლონები, სადაც თავს მოიყრის კომუნალური, პარკირებისა და საპატრულო ჯარიმების, გადასახდელები. თემატური შაბლონებით მომხმარებელი ერთი მოქმედებით დაფარავს ხარჯებს. ამასთან, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას პარკირების მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებაც.

• შეტყობინება მოახლოვებული გადახდების შესახებ - აპლიკაცის მთავარ გვერდზე თავმოყრილია შემახსენებელი ინფორმაცია უახლოესი გადახდების შესახებ.

• გადარიცხვები - აპლიკაციით მომხმარებელი მარტივად შეძლებს გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადაურიცხოს თანხა სხვა პირს საქართველოში, ან განახორციელოს საბიუჯეტო გადარიცხვა.

• ვალუტის კონვერტაცია - mBank-ში მომხმარებელი მარტივად ნახავს მისთვის საინტერსო ვალუტის მიმდინარე კურსს, მისი ცვლილების დინამიკას და იქვე შეძლებს კოვერტაციას.

• ე.წ Swipe ოპერაციები - ერთი თითის გასმით, არის ხელმისაწვდომი მომხმარებლის  ანგარიშის ნომრის მეგობრისთვის გაგზავნა, შესრულებული ოპერაციის გამორება და სხვა საჭირო ფუნქციები.

• ლოკაციები და ნავიგაცია - mBank-ში შესაძლებელია, მოიძიოთ ინფორმაცია უახლოესი ბანკომატის, გადახდის აპარატის და სერვისცენტრის განლაგების თუ სამუშაო საათების შესახებ. 

• დისტანციური რეგისტრაცია - ის ვინც არ არის დარეგისტრირებული საქართველოს ბანკის დისტანციურ არხებში, მომხმარებლის შექმნას პირდაპირ mBank-დან შეძლებს. ამისათვის მხოლოდ ერთი საქართველოს ბანკის აქტიური ბარათია საჭირო. ასევე დისტანციურად, mBank-ით არის შესაძლებელი დავიწყებული პაროლის აღდგენა/განახლება. 

• გადახდები რეგისტრაციის გარეშე - ახალი mBank-ით სარგებლობა შეუძლია მასაც ვინც ჯერ კიდევ არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი. ნებისმიერი ბანკის ბარათით, რეგისტრაციისა და შესვლის გარეშე შეავსებს მობილურ ბალანსს ან გადაიხადის კომუნალურ და სხვა გადასახადებს. მეტი მოხერხებულობისათვის შესაძლებელია, ბარათების დამახსოვრება და ფოტოების მიმაგრება. გადახდების ისტორიის, შაბლონების, დამახსოვრებული ბარათების, გადატანა ავტომატურად მოხდება ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებლის პროფილში.

ახალი mBank-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია, სრულიად უფასოდ როგორც App Store-დან, ასევე Google Play Store -დან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.mbank.ge     

კომენტარები

მსგავსი სიახლეები