2 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

რა გეგმები აქვს მამუკა მდინარაძეს - ცვლილებები შს სამინისტროში?

 

"ფორმულა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან ვახტანგ გომელაურის წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ტელეკომპანიის ცნობით, გომელაურს, რომელიც შს მინისტრის პოსტს წლების განმავლობაში იკავებდა, "ოცნების" პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს.

ექსპერტთა აზრით, ცვლილებები შეეხება მოადგილეებსაც. თუმცა, როდის შეიძლება ვიხილოთ ცვლილებები შს სამინისტროში, ამის შესახებ ტელეკომპანია არაფერს ამბობს. უცნობია ისიც, თუ რაგეგმები აქვს მდინარაძეს და ვინ შეიძლება დანიშნოს მან, შს მინისტრის მოადგილეებად. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პოსტი დატოვა სუსის უფროსმა ლილუაშვილმაც, რომელიც ანრი ოხანაშვილმა შეცვალა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები