1 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აიღე ახალი, ციფრული mastercard ბარათი "ლიბერთის" მობაილ ბანკში და დაიბრუნე 15 ლარი პირველ 50 ლარიან ტრანზაქციაზე!

"ლიბერთის" თავისი მომხმარებლებისთვის მორიგი სიახლე აქვს. 18 ოქტომბრიდან უკვე შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით აიღოთ ახალი, ციფრული mastercard ბარათი "ლიბერთის" მობაილ ან ინტერნეტ ბანკში და გამოიყენოთ ის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური გადახდებისთვის.

გარდა ამისა, mastercard - თან პარტნიორობით, "ლიბერთი" იწყებს აქციას: 50 და მეტი ლარის პირველ ტრანზაქციაზე, ციფრული mastercard - ის ყველა მფლობელი მომენტალურად დაიბრუნებს 15 ლარს ანგარიშზე. 

ციფრული ბარათის აღება მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება. გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მყისიერად არის შესაძლებელი. ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Google Wallet-სა და Apple Wallet-ში, რაც იძლევა სავაჭრო ობიექტებში როგორც გადახდის, ისე ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“-ით სარგებლობის საშუალებას.

ციფრული ბარათის მიბმა არსებულ ან ახალ ანგარიშზეა შესაძლებელი. ბარათი მულტისავალუტო ფუნქციასაც ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე  დოლარის, ევროს და ფუნტის  ანგარიში. აქციის ფარგლებში, 15 ლარის დაბრუნება, მხოლოდ mastercard - ის ციფრული ბარათის  მომხმარებლებისთვის, ლარში განხორციელებული ტრანზაქციისას იქნება შესაძლებელი როგორც ონლაინ, ასევე ტერმინალზე ანგარიშსწორებისას. აქცია არ გავრცელდება აზარტული თამაშებისა და განაღდების ტოლფას ოპერაციებზე.

თუ ჯერ კიდევ არ სარგებლობთ ლიბერთის მობაილ ბანკის აპლიკაციით, მისი გადმოწერა შეგიძლიათ ბმულებზე  iOS: https://apple.co/39VbnXu , Android: https://bit.ly/3GhDxIs.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...