1 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჩვენ და "ოცნებამ" კომპრომისით ძალა ვაჩვენეთ, აქციის ორგანიზატორებმა არშემდგარი რევოლუციის სურვილით, სისუსტე - "ხალხის ძალა"

 "ხალხის ძალა"-ს განცხადება:

ქვეყნის გარედან იმპორტირებულ ტყუილს,„ახალგაზრდე ბში, მოლოტოვის კოქტეილის ეფექტი ჰქონდა.

იმაზე მეტი ღალატი და მტრობა რა არის,როცა საკუთარი ახალგაზრდების ემოციას მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოაყენებინებ სხვას. უფრო მეტიც, მათ სიცოცხლეს სხვა ქვეყნის ინტერესებისთვის გაწირავ. ტყუილს კი „ძალიან მოკლე ფეხები“ აღმოაჩნდა და დღეს უკვე ბევრი მიხვდა, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი უსაფუძვლოდ აპროტესტებენ, თურმე კანადისთვის და ევროკავშირისთვისაც გახდა მისაღები. ამერიკაზე და ბრიტანეთზე რომ აღარ ვისაუბროთ.

რეალურად, მთელი ეს ეგზალტირებული კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს, რომელთაც ისევ ომის გზაზე მივყავართ.

როგორც კი მომიტინგე ახალგაზრდებით ქვეყანაში რყევა გამოიწვიეს, უკრაინიდან მაშინვე განახლდა საქართველოში მეორე ფრონტის საკითხი.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა და ის არც ისე შორსაა ჩვენგან.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმაზე მეტი საზრუნავი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაა, დღეს არ არსებობს. თუმცა ახალი ომი ახალი ოკუპაციის წინაშე გვაყენებს, სადაც დამხმარე და მხსნელი ისევ არ გვეყოლება.

როცა ჩვენ გვსურს სტაბილური დასავლეთის წევრობა, დასავლეთიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა ემიჯნებოდეს დესტრუქციულ ოპოზიციას და ძალადობას და არა პირიქით.

რაც შეეხება იმ მძიმე დღეს, „ხალხის ძალამ“, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, კომპრომისით ძალა აჩვენა, რუსთაველზე აქციის ორგანიზატორებმა კი არშემდგარი, მათთვის ნანატრი რევოლუციის სურვილით - სისუსტე, რის გამოც ქვეყნის სუვერენიტეტი „ცალ ფეხზე“ დატოვა. „ცალ ფეხზე მდგომი“ ქვეყნისთვის ხელის კვრა და წაქცევა ძალიან ადვილია. დავფიქრდეთ, იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანიც?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები