1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობაეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით სტარტაპერი, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიების სერია,, რომელიც სტარტაპებს თიბისის ციფრული არხების გამოყენებით მომხმარებლებთან დაახლოებაში და ცნობადობის გაზრდაში ეხმარება. 

 

ამჯერად, სტარტაპ ისტორიების სერიის ფარგლებში, ჰეფიქიდს გაგაცნობთ, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს ბუნებრივი მასალებით ქმნის.

 

სტარტაპ ჰეფიქიდის შექმნა ბევრისთვის ნაცნობმა სიტუაციამ განაპირობა  — სახლი, რომელიც სავსეა სათამაშოებით, მაგრამ ბავშვები ამ ნივთებით დიდად არ თამაშობენ. სტარტაპ ჰეფიქიდის თანადამფუძნებელი, რუსკა პაპუნაშვილი, იხსენებს, რომ ამ სიტუაციის წინაშე თვითონაც აღმოჩნდა, როცა ბავშვი გაუჩნდა — “ყველაფერს ვყიდულობდი, თუმცა, სინამდვილეში, ბავშვებს არ სჭირდებათ ბევრი სათამაშო. მათ სჭირდებათ ღირებული სათამაშოები, რომლებიც კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარებათ”. 

 

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული და თან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი არ იყო, რუსკა და მისი მეუღლე შვილისთვის სათამაშოებს სხვა ქვეყნებიდან იწერდნენ. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, პრობლემა თავად გადაეჭრათ და შეექმნათ სტარტაპი, რომელიც 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოების ნაკრებს გამოუშვებდა. 

 

რუსკა აღნიშნავს, რომ ბავშვები ყოველთვე სხვადასხვა რამეს სწავლობენ, ამიტომ განსხვავებული სათამაშოები სჭირდებათ. ჰეფიქიდის ყუთებში შესული თითოეული სათამაშო კი ასაკთან შესაბამისი უნარების გავარჯიშებას ემსახურება.  სენსორული ბურთი, მუდმივობის ყუთი, სილიკონის ასაწყობი ჭიქები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნივთებისა, რომლებსაც ჰეფიქიდი ბავშვებში  მოტორიკის, ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციის და სხვა უნარების განვითარებისთვის ქმნის.

 

“პირველ რიგში, ჰეფიქიდს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ თითოეული სათამაშო დიპლომირებული ექსპერტის მიერ არის შერჩეული და კვლევებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, გართობასთან ერთად, ბავშვებისთვის ღირებულების მომტანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სათამაშოების უმეტესობა ხელნაკეთია და საქართველოშია დამზადებული”,

 

ჰეფიქიდის წარმატებულ სტარტს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი — პირველ რიგში, მკაფიოდ ჩანდა ბაზრის მოთხოვნა და მზაობა. ამასთან, დამფუძნებლები იდეის ვალიდაციისთვის საჭირო ექსპერიმენტებსა და კვლევებს მუდმივად ატარებენ. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს გამოცდილება, რომელიც რუსკამ თიბისის სტარტაპ დეკრეტში გამარჯვებით მიიღო. მან 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სხვა სტარტაპის გასავითარებლად ისარგებლა, პროგრამაში მიღებული ცოდნა კი შემდეგ ჰეფიქიდის დაარსებისასაც გამოიყენა.

 

“ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სტარტაპ დეკრეტისთვის ვემზადებოდი. მართალია, მაშინდელმა იდეამ სახე იცვალა, თუმცა ის პრინციპები, რაც, ზოგადად, სტარტაპის აშენებისთვის გამოიყენება, იგივეა ჰეფიქიდის შემთხვევაშიც. მენტორებისგან ძალიან ბევრი ღირებული და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც შემდეგ ჩემი იდეის დამუშავებაში გამომადგა.”

 

რაც შეეხება გზას იდეის მოფიქრებიდან პროდუქტის შექმნამდე, ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი პროცესები აირჩიონ. 

 

“ძალიან ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, რომ საბაზრო ნიშა ვიპოვოთ. როცა იდეა გაგვიჩნდა, პოტენციური მომხმარებლების, ეგრეთ წოდებული user person-ების შექმნა დავიწყეთ. ამ პერსონების მიხედვით ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც გამოვკითხეთ —  ვიკვლიეთ მათი რეალობა, პრობლემები, სურვილები. კვლევისა და ბაზრის ანალიზის შემდეგ MVP (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი) შევკარით და რადგან არ გვინდოდა ვალიდაციის გარეშე ზედმეტი რესურსების დახარჯვა საიტის დიზაინსა და დეველოპმენტში, სოციალური ქსელებით ოპერირება დავიწყეთ”. 

 

ამ ეტაპზე, პროდუქციის შესაძენად ჰეფიქიდს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე უნდა დაუკავშირდეთ. სამომავლოდ კი ჰეფიქიდის ონლაინ პლატფორმის ჩაშვება იგეგმება, რომელიც Subscription მოდელით იმუშავებს — მომხმარებლები შეძლებენ, ბავშვის ასაკის შესაბამისი ყუთები გამოიწერონ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ავტომატურად ახალი სათამაშოების ნაკრები მიიღონ. ასევე, სტარტაპის დამფუძნებლები გეგმავენ, რომ რამდენიმე გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტი საზღვარგარეთ, Etsy-ის პლატფორმის დახმარებით გაიტანონ.

 

ამ ეტაპზე, ჰეფიქიდი მომხმარებლებს 1 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოების სხვადასხვა ნაკრებს სთავაზობს, ახლო მომავალში კი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და პროდუქტები 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაემატება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...