1 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება - კომპანიამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წლის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო და იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც  ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით შეარჩიეს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიამ გასულ წელს რეკორდულად ბევრი, 230 ავტომობილი გაყიდა და, 2021-თან შედარებით, გაყიდვები 100%-ით გაზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს წარმატება გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგია.

თათია ბოჭორიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერი: „საუკეთესო დისტრიბუტორის ტიტული ძალიან პრესტიჟული სტატუსია. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საუკეთესო კომპანიებს შორის შეარჩიეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ამ შედეგს საერთო ძალისხმევით, მთელი გუნდის ჩართულობით მივაღწიეთ. ვფიქრობთ, ეს ჯილდო საამაყოა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან სწორედ მაზდას საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო საერთაშორისო აღიარება. მსგავსი გამარჯვებები კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დიდ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძონ შრომა მიზნების მისაღწევად“.

გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლის გამო, საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ პირველად 2020-ში მიიღო. კომპანია გაჩერებას არც წელს აპირებს. ამბიციურია 2023-ის გეგმები:  გაყიდვების მინიმუმ გაორმაგება და ახალი მოდელების დამატება. წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ორ ახალ ავტომობილს - CX60-სა და CX90-ს შესთავაზებს.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...