თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამ...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
|
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა. გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
1. ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“ (პალიტრა L)
2. ოთარ ბიწაძე, „სადღაც ჩაძირული გემებია“ (saba.com.ge)
3. გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)
4. ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი)
5. გიო ზედვაკელი, „არავითარი პოეზია“ (კალმოსანი)
6. ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
7. ეკა მახარაშვილი, „ახალი ძველი ამბები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
8. გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
9. ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“ (პალიტრა L)
10. ანა ჯავახიშვილი, „სარდაფის ცოლები“ (ინტელექტი)
11. ელზა ჯავახიშვილი, „საგზალი“ (ინტელექტი)
12. გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის „პიესები“ (პეგასი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
1. ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
2. გუგა მგელაძე, „განგაშის პოეზია“ (ინტელექტი)
3. საბა მეტრეველი, „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა)
4. ოთარ ჯირკვალიშვილი, „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“ (პეგასი)
წლის საუკეთესო პიესა:
1. თამარ ბართაია, „შავ-თეთრი“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N4)
2. ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
3. ეკატერინე ტოგონიძე, „ექვსი ნოეს კიდობანი“ (ინტელექტი)
4. ბესო ხვედელიძე, “მარი ხუანით” (აგორა)
5. ბასა ჯანიკაშვილი, „ვთამაშობთ „გამზრდელს““ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N5)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
1. გიორგი აბდუშელიშვილი, „სხვა ავღანური დღიური“ (ინტელექტი)
2. ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი)
3. თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
4. რატი მუჯირი, „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
1. ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
2. ნინო თარხნიშვილი, „სიცოცხლის დაზღვევა“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
1. ირმა ბერიძე, „კაცმა დარეკა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
2. ქეთი გზირიშვილი, „ახსნა“ (კალმოსანი)
3. თემურ ელიავა, „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი)
4. ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
5. ნატო ინგოროყვა, „ისმის ჩემი ხმა?“ (ინტელექტი)
6. ზაზა კოშკაძე, „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“ (ინტელექტი)
7. ნიკა ლაშხია, „არ დაელოდო ანგელოზებს“ (ინტელექტი)
8. სოსო მეშველიანი, „მწერი ქარვაში“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
9. დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი)
წლის საუკეთესო რომანი:
1. ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
2. რატი რატიანი, „რომეო იცინოდა“ (პალიტრა L)
3. ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
4. თამარ ფოლადაშვილი, „ძვლების წიგნი“ (ინტელექტი)
5. თამრი ფხაკაძე, „ჩვენ, თურმელები“ (პალიტრა L)
6. ზურა ჯიშკარიანი, „სწრაფი, ღამისიერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები