2 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მივალ 5 საათზე იუსტიციის სახლის წინ და 7 საათზე რუსთაველზე, ერთიანობა რომ ჯობია ურთიერთდატოლებებს, მგონი სადავო არ უნდა იყოს – გვარამია

"როცა ქვეყანაში, სადაც ჩამოშლის პირასაა ეროვნული ბანკი, ეფესბეს აგენტის დაცვის და საერთაშორისო სანქციების დაუმორჩილებლობის გამო

როცა ზემოთ ნახსენები გარემოების გამო, ქვეყნის საფინანსო სიტემის ჩამოშლის და საერთაშორისო იზოლაციის მაღალი რისკია როცა ქვეყანაში რეალურად და პოტენციური ეფექტით რუსული კანონის მიღებაზე უარესს აკეთებს ქართული ოცნება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს, ვფიქრობ, უნდა ეყოთ კეთილგონიერებაც და გამბედაობაც, წყენებიც დაივიწყონ და პარტიული განსხვავებებიც და ერთიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. თუ ამგვარი კრიზისების დროსაც ვერ ახერხებთ გაერთიანებას, უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანები დაკარგავენ თქვენს მიერ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ცვლილებების მოტანის მოლოდინს, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, ისედაც ძალიან შემცირებულია. მე მივალ 5 საათზეც იუსტიციის სახლის წინ და 7 საათზეც რუსთაველზე და იმედია ბევრი მოვიქცევით ასე, მაგრამ ერთ ადგილზე ბევრი ხალხი რომ ჯობია სხვადასხვა ადგილზე ნაკლებს, ერთიანობა რომ ჯობია, ურთიერთდატოლებებს, მგონი სადავო არ უნდა იყოს. ps ეს ორი აქცია ბოლოს გაერთიანდება, ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ ორგანიზატორებს, რაიმე ერთობლივი ღონისძიება იგეგმება ან დღეს, ან ზოგადად - ეს შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები საჭიროებს მკაფიო პასუხებს."-აცხადებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები