1 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა თიბისი კონცეპტში

 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023"-ის ფარგლებში, მასპინძლობს ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას „ვარდობისთვე“.

ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე“ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას.

გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს,  სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას.

ნესტან აბდუშელიშვილი (1989) მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. მისი ძირითადი მიმართულება  ესქპერიმენტული ფოტოგრაფიაა. ხელოვანისთვის არსებითია როგორც გადაღების პროცესი, ასევე ბეჭდვისას სხვადასხვა მასალის გამოყენება, რომლებსაც საბოლოოდ ობიექტებად აქცევს.

ნესტანის ბოლოდროინდელი სოლო და ჯგუფური გამოფენებია:

„ის რაც მიდის და რჩება“, სახელოვნებო სივრცე რაუმი, 2023;

„სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“, ობსკურა, 2022;

‘In the Shoeshop Near the Bakery', გალერეა 4710, 2022;

„ელემენტი - დავიწყებული გრძნობები“, გალერეა ნექტარი, 2020;

2017-2018 წლებში სწავლობდა  ფოტოგრაფიას  IED მადრიდში.

გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.

 გამოფენის ხანგრძლივობა: 11 მაისი  - 20 ივნისი, 2023

 გამოფენის გახსნა: 11 მაისი , 18:00 საათი

სამუშაო საათები: ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით10:00 - 20:00 სთ.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, მარჯანიშვილის 7.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...