1 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პასუხისმგებლობიანი ბიზნესი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ CSR სტრატეგია წარადგინა

  • ამიერკავკასიაში ავტოსფეროს ლიდერი კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია შეიმუშავა

 

  • თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და უსაფრთხოება ჩარჩო დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებებია

 

  • თეგეტას თანამშრომლების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიისათვის კომპანიამ 2022 წლის CSR  პროექტების ანგარიში წარადგინა

„თეგეტა ჰოლდინგი“ პირველი ქართული მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ევროპულ სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით. 

კვლევის საფუძველზე განისაზღვრა სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებები - თანამშრომლების კეთილდღეობა; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა; უსაფრთხოება. თითოეულ მიმართულებაზე შემუშავდა სტრატეგიული გეგმები, რომელთა განხორციელებას კომპანია 2030 წლამდე პერიოდში აპირებს. დოკუმენტის პრეზენტაცია „თბილისის ციფრულ სივრცეში“ გაიმართა.

ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „თეგეტასთვის“ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰოლდინგის იდენტობად მიგვაჩნია. თეგეტათვის, როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული მსხვილი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით CSR სტრატეგია შეიმუშავა.  გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, შევქმნათ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, კომპანიისა და მის მიმართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო ბიზნესმოდელი“.

გრძელვადიანი სტრატეგია კვლევის საფუძველზე მომზადდა. გამოიკითხა სამიზნე ჯგუფები, მათ შორის ჰოლდინგის ის თანამშრომლები, რომელთა უშუალო ჩართულობაც აუცილებელი იქნება სტრატეგიის განხორციელებისთვის. განისაზღვრა „თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობის სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ზეგავლენები. გამოვლინდნენ დაინტერესებული პირები, გამოიკვეთა კომპანიის CSR საქმიანობის ძლიერი მხარეები, ნაკლოვანებები და გაუმჯობესების პოტენციური სფეროები. განისაზღვრა კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებები, გრძელვადიანი მიზნები, ამოცანები და სტრატეგიის საზომი ინსტრუმენტები.

კომპანიის ხედვასთან ინტეგრირებული CSR სტრატეგია მოწვეულ სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა და კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა წარუდგინეს.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:ამ ერთგვარ გზამკვლევში თავმოყრილია ჰოლდინგის საყრდენი ღირებულებები, ის მიზნები და ამოცანები, რაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელებასა და განვითარებაში გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა სოციალურ პროექტს, ეს პროცესი ერთ სისტემაში არ იყო მოქცეული. საჭიროებამ მოიტანა მიმართულების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მდგრადი განვითარების პროექტებზე. ამ პროცესების ეფექტიანი მუშაობისთვის კი აუცილებელი იყო მისი დოკუმენტირება. სტრატეგიის შემუშავება ხანგრძლივი პროცესი გახლდათ. მასზე საკონსულტაციო სააგენტოსთან CSR Agency-სთან ერთად ვიმუშავეთ და დიდი მადლობა მათ ამ ძალისხმევისათვის. შედეგად მივიღეთ კორპორაციული მდგრადობის სრულყოფილი დოკუმენტი.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიაში ბევრი სასიკეთო ცვლილება დავნერგეთ. დავიწყეთ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, პარტნიორებთან ერთად უპრეცედენტო პროექტები განვახორციელეთ და CSR ჩვენი კორპორაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად ვაქციეთ.

CSR სტრატეგიის პრეზენტაციასთან ერთად, „თბილისის ციფრულ სივრცეში“ „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. ღონისძიებისათვის ლოკაცია საგანგებოდ შეარჩიეს, სტუმრები ციფრულ ექსპოზიციაზე მიიწვიეს და 2022 წელს განხორციელებული პროექტები პროექციის სახით წარუდგინეს.

2022 წელი ჰოლდინგმა ზრუნვის წლად გამოაცხადა. შეიქმნა ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care, სადაც ის ორგანიზაციებია გაერთიანებული, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ მხარდაჭერა. პლატფორმის დონაციებით 100 000-ზე მეტი ლარი შეგროვდა.

2022 წლის განმავლობაში, „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მდგრადი განვითარების საერთაშორისო იდეასა და მიზნებს პასუხობს.

თეგეტას 2022 წლის CSR პროექტების შედეგები ასეთია: ცოდნა აიმაღლა 100-ამდე სოციალურმა მეწარმემ; განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 200-ზე მეტი მოზარდი; 30-ამდე ქალი პროფესიულად გადამზადდა; 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო სასურველი საჩუქარი; 200-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცედურები; გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გადამუშავდა ტონობით ნარჩენი ზეთი, საბურავი და აკუმულატორი; დაიზოგა 2800 შეკვრა ქაღალდი და 50 000-ამდე პლასტმასის ბოთლი გადაიგზავნა გადასამუშავებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...