1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“საერთაშორისო ბაზარზე ბანკების მსხვილი პარტნიორების საჭიროებების კვლევებით ვლინდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. აღნიშნული ჯილდო იმის დასტურია, რომ პარტნიორების ამ საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ - კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ და ნებისმიერ რეალობაში მათი სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ. 2023 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგვეხმარება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

„2022 წლის განმავლობაში, ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სტაბილურად მზარდი იყო, რაც პანდემიის გამო, ავტომატიზებულ პროცესებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენი წლევანდელი გამარჯვებულები, ლიდერები არიან კონკურენტულ ბაზარზე პარტნიორებისათვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების კუთხით“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

წელს, რიგით 23-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო პროვაიდერები მსოფლიოს 102 ქვეყანასა და 8 რეგიონში დაასახელა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...