თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკი აგროსექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება.
პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 1 320 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში 170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ევროპასა და სხვა რეგიონებში განხორციელდება.
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ვიწყებთ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც 14 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღების გაშენებას გულისხმობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ტერიტორიის მოსამზადებლად და ლურჯი მოცვის ნერგების დასარგავად მივმართეთ. წელიწადის განმავლობაში, ველით 150-170 ტ. მოსავლის აღებას, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში მუდმივად 15-20 ადამიანი, ხოლო სეზონურად 50-60 ადამიანი დასაქმდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი, მარიამ შარაშიძე.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ „ქართული მოცვის კომპანიის“ განვითარებაში. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და აგროსექტორის განვითარებას. მეტი მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის გაძლიერებაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.
ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები