0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პარტნიორობით Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცა

თიბისის, როგორც პროექტის წარმდგენისა და გენერალური პარტნიორობით საქართველოში Harvard Business Review-ს ახალი წიგნების ქართული თარგმანები გამოიცა. პროექტის მხარდამჭერია კომპანია ჯეპრა (Gepra). HBR-ის გზამკლევთა სერიას სამი ახალი წიგნი შეემატება:

1.       HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის;

2.       HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის;

3.       HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში.

 

ახალი გამოცემების პრეზენტაცია 19 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში შედგება, სადაც გაიმართება საპანელო დისკუსია ბიზნეს ლიტერატურის, ბიზნეს განათლების, პროდუქტიულობისა და გუნდის მოტივაციის თემებზე.

 

თიბისი კონცეპტის და მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლები წიგნების შესაძენად განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

 

‘‘თიბისის მხარდაჭერით Harvard-ის სამი გზამკლვევი ითარგმნა, დღეიდან ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას. ამ დრომდე ჩვენმა გამომცემლობამ უკვე მოახერხა 9 ბესტსელერის ქართულ ენაზე თარგმნა. ახალ სამეულშია წიგნები რომელიც ეხება პროდუქტიულობას, სტრატეგიას და გუნდის მოტივირებას. წიგნების შერჩევის პროცესზეც თიბისის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, გვჯერა რომ ეს ის თემებია, რაც დღეს ქართველ მკითხველს აინტერესებს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, რომელიც აქტიურად ყიდულობს წიგნებს, ჩვენს სარედაქციო გუნდს და მხარდაჭერებს პროექტის უმოკლეს ვადებში განხორციელებისათვის’’ - აკო ახალაია, ბიზნეს მედია საშუალება „მარკეტერის“ დამფუძნებელი.

 

„ეს გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც საერთო საგანმანათლებლო კუთხით, ისე ყველა ასაკის დამწყები თუ უკვე შემდგარი ბიზნესის, ლიდერის, სტარტაპერის, სტუდენტისთვის. ჰარვარდის, ქეისებზე და კვლევაზე ბაზირებული სწავლის მეთოდი, სრულიად გასაგებ და პრაქტიკულ ენაზე ხსნის ურთულეს თეორიებს მენეჯმენტში, ორგანიზაციულ მოწყობაში, ლიდერობაში. ამ მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რაც თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ათწლეულების განმავლობაში.“ - ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი

 

ჯეპრა 2002 წლიდან მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. კომპანია თავის პარტნიორებს და კლიენტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ასრებულ უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას.

 

თიბისი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივით გამოირჩევა. ბიზნესსაქმიანობის გამარტივებისთვის, თიბისი ბიზნესის სფეროს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, განათლების გაღრმავებაშიც უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, გახდა თიბისი Harvard Business Review-ს ოფიციალური პარტნიორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...