რეგიონული ჰაბი - „თეგეტას“ ახალი მასშტაბური სერვის...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
|
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 12 ნოემბერს სილიკონ ველის წამყვანი ფონდების მენეჯერებმა ვენჩურული კაპტალის (VC) მასტერკლასს უმასპინძლეს. მათ საკუთარი წარმატების ისტორია მომავალ ქართველ ინვესტორებს გაუზიარეს. ღონისძიება „Catapult Ventures“-ის პარტნიორი ორგანიზაციის, „სტარტაპ გრაინდ თბილისი“-ის ინიციატივით განხორციელდა.
შეხვედრა VC ფონდების სტრუქტურაზე, მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპების შერჩევის პროცესზე და იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე საუბარს დაეთმო, რომელსაც წამყვანი ფონდები გადიან.
მასტერკლასს „Catapult Ventures“-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი, „GameGroove Capital“-ის პარტნიორი მარვინ ლიაო და „US Market Access Center“-ის დამფუძნებელი კრის ბარი უძღვებოდნენ.
„საქართველოს ბანკის ჩართულობით, სილიკონის ველის წამყვანი ფონდების მენეჯერებმა VC მასტერკლასს თბილისში უმასპინძლეს. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესლიდერებისთვის, თავად წამყვანი ინვესტორებისგან მიეღოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნულ მიმართულებაზე და გაეღრმავებინათ ცოდნა, რაც საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და მასშტაბირებაში დაეხმარებათ. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება სწორედ სტარტაპების მხარდაჭერაა, იმ მასშტაბური პროქტების განხორციელებით, რომელთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ 500 Georgia, Shark Tank. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობას, რადგან გვჯერა, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება უკეთესი მომავლის წინაპირობაა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ვრცლად სპიკერების შესახებ:
ჯონათან თაუერი „Catapult Ventures“-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. აღნიშულ სფეროში 20 წლიანი გამოცდილებით, მან და მისმა გუნდმა, წლების მანძილზე 300-მდე ინვესტიცია განახორციელეს, საიდანაც 22-მდე ადრეულმა ინვესტიციამ სტარტაპებში მილიარდ დოლარიან ღირებულებას მიაღწია, მათ შორის Jet.com (IPO, $3B), Dollar Shave club (IPO $1B) და სხვ.
მარვინ ლიაო 6 წლის მანძლზე „500 Global“-ის პარტნიორი იყო, რის ფარგლებშიც სტარტაპებში 400-მდე ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად, იგი „GameGroove Capital“-ის პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მარვინი ინვესტორებს ვენჩურულ ინვესტიციებში უწევს კონსულტაციას და ასევე „The Hard Fork by Marvin Liao“ გამოცემის ავტორია, რომელიც საინვესტიციო მიმართულებით, ტრენდებსა და რჩევებზეა ფოკუსირებული.
კრის ბარი, „US Market Access Center“-ის დამფუძნებელია. კომპანია ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა სილიკონის ველიდან, რომელიც სახელმწიფოსა და დონორებს სტარტაპების განვითარებისა და სილიკონის ველთან დაკავშირების საკითხებში ეხმარება. კრის ბარი 10 წლის განმავლობაში 42 სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობდა. მისი დახმარებით, 2 მილიარდამდე ვენჩურული ინვესტიცია იქნა მოიზიდული.
ინფორმაციისთვის, ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი - “სპარკი” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები