თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
საქართველოს ბანკმა მომხმარებლის პროფესიული განვითარებისა და განათლების მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა "ბიზნესკურსი“ შესთავაზა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საინტერესო კურსი მისთვის ხელსაყრელ დროს და თანაც სრულიად უფასოდ გაიაროს. ამის საშუალებას მომხმარებელს ბიზნესკურსის ის უპირატესობა აძლევს, რომ ის მოიცავს ვიდეოს სახით ჩაწერილ უკვე 12 კურსს და არ საჭიროებს ლექციის ონლაინ რეჟიმში გავლას.
პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნეს განათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციურმა ლექტორებმა, კონსულტანტებმა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებიმა მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომია ტესტები.
ბიზნესკურსი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა: მარკეტინგული კვლევის როლი ბიზნესში, როგორ შევიმუშაოთ ციფრული კომუნიკაციის სტარტეგია, მარაგების მართვა, ბიზნესგეგმის წერა და ა.შ. გარკვეულ პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებაა რომ ბიზნესკურსის მომხმარებელთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2ZCwybY
„მოხარული ვართ, რომ შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“, ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული. პლატფორმა სრულიად უფასოა, მის შექმნაში კი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მხარი დაგვეჭირა ბიზნესისთვის და შეგვეთავაზებინა მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული კურსები. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების პოვნას, რომ მეტ ადამიანს, ბიზნესს დავუჭიროთ მხარი, მიაღწიონ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ინფორმაციისთვის:
EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს. EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები