2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსმა 26 წლის ბიჭის სიცოცხლე შეიწირა: “დამირეკა, სუნთქვა მიჭირსო…”

26 წლის კოტე ლოლაშვილის სიცოცხლე კორონავირუსს ემსხვერპლა. 

დედოფლისწყაროელი ბიჭის გარდაცვალებას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სტატუსით ეხმიანება და წერს:

"არ შემეძლო, ეს არ დამეწერა.
ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. ფეისბუქზე მეგობრობა გამომიგზავნა, დავიმატე და პირადში მომწერა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთო და მინდაო, რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო იოსებ არიმათიელის ეკლესიის მშენებლობაშიო. თანხით შეიძლება ვერ დაგეხმაროთო, მაგრამ სამშენებლო მასალები და ტექნიკა შემიძლიაო. ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა

გადავუხადე და მოვილაპარაკეთ, შევხედროდით და დაგვეგეგმა. ცოტა ხანში ისევ მომწერა, კოვიდიდან ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი.

მე გავიგეო, რომ კოვიდი გქონდათო და ახლა მე მაქვსო, კლინიკაში ვწევარო, ცუდად ვარ, მიჭირს სუნთქვაო. ძალიან შევწუხდი, მით უმეტეს იმ დღეებში ბავშვობის მეგობარი “პაკიშა”წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.

მე რაც შემეძლო გავამხნევე, ცოტა დათრგუნული მეჩვენა. ვუთხარი, ეცადე ბევრი იარო, ღრმად ისუნთქო ტკივილამდე, ეცადე გულაღმა არ დაწვე, მიიღე ბევრი წყალი, სითხეები. არ უყურო ტელევიზორს და არ გაეკარო ფეისბუქზე, ან ნეტში არანაირ ნეგატივს-მეთქი. მე დავამარცხე და შენც დაამარცხებ-თქო.

კარგი ხასიათი და პოზიტივი ანგრევს მაგ ვირუსს-თქო. რა ვიციო, ქვეყანა რაღაცას მიკეთებენო, მასე გავაკეთებო, მადლობა გადამიხადა. შემდეგ სულ ვკითხულობდი მის ამბავს, ნელ-ნელა მძიმდებოდა, აი, ახლა ეს ცუდი ამბავი წავიკითხე.

სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა, კარგო ბიჭო, უცნობო მეგობარო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ჩვენს კუთხეს…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები