თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
25 ივნისს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ რუსთაველის თეატრში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წვეულება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოეს ღვაწლმოსილი ექიმები, მათ შორის - ისინიც, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ლიგის ისტორიაში პირველად ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა "ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს.
ღონისძიების შესახებ მის ორგანიზატორს, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ვიცე-პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ალერგოლოგ მარიამ ბეზარაშვილს ვესაუბრეთ:
- ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა შვიდი წლის გახდა. ამ თარიღის აღსანიშნავად სამედიცინო საზოგადოება რუსთაველის თეატრში მოვიწვიეთ და საქართველოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული ექიმები დავაჯილდოეთ. დაჯილდოებულთა შორის, რა თქმა უნდა, არიან დარგის ის წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიის პირობებში ფრონტის წინა ხაზზე დგანან, მათ შორის – ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია და ამავე კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი. ლიგის ისტორიაში პირველად გაიცა ჯილდო მედიცინის სფეროს ინოვატორის ნომინაციით, რომელიც "ავერსის" დამფუძნებელს, ბატონ პაატა კურტანიძეს მიენიჭა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც შექმნა უმაღლესი დონის კლინიკების ქსელი, ააღორძინა ფარმაცევტული ინდუსტრია, შემოიკრიბა პროფესიონალთა გუნდი, მუდმივად უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამასთან ერთად, ბატონი პაატა ცნობილია როგორც უდიდესი ქველმოქმედი. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ მისთვის ჯილდოს გადაცემისას.
ღონისძიებაზე დაასახელეს საუკუნის ექიმებიც. დაჯილდოება დასრულდა კონცერტით, რომელშიც ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად მედიცინის სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ექიმებმა შესანიშნავი საღამო აჩუქეს ერთმანეთს და იმედი გამოთქვეს, რომ აქ მიღებული დადებითი ემოციები ღონისძიების ყველა მონაწილეს დიდხანს გაჰყვება.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები