თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ Responsible.ge-ს დაფინანსებით 1 წელია მიმდინარეობს. 2020 წლის მარტში „კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.
პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე კამარა და responsible.ge შედეგებს აჯამებენ.
ამ დროის განმავლობაში ცენტრს ფსიქოთერაპიული სერვისისთვის 190-მა ბენეფიციარმა მიმართა. თერაპიული კურსი წარმატებით დასრულებული აქვს 23 პაციენტს. დღევანდელი მონაცემებით თერაპიას გადის 59 პაციენტი.
ნათია ფანჯიკიძე, კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: „მეთოდს, რომელსაც კამარაში დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ვიყენებთ, ძალიან მაღალი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი ინარჩუნებს ხანგრძლივ რემისიას და ბევრმა ადამიანმა შეცვალა ცხოვრება. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა სწორი ნაბიჯი იყო. ცხადია გლობალური პრობლემის დასაძლევად ერთი თანამშრომლობა, ინიციატივა ან თუნდაც ცენტრი საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ სხვა მხარეების ჩართულობით გადახდის უუნარო სეგმენტისთვის ფსიქოსარეაბილიტაციო კურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა გაგრძელდეს.“
„ეს პრაქტიკა, როცა სათამაშო ბიზნესი ფსიქორეაბილიტაციის პროგრამებს აფინანსებს, საკმაოდ კარგად მუშაობს ევროპაში. პროექტის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო არა მარტო კომპანია, არამედ ინდუსტრია განგვევითარებინა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს მოდელი შემოგვეტანა ბაზარზე.
1 წლის წინ „ევროპაბეთისა“ და „კამარას“ თანამშრომლობის დაანონსება გაბედული და ხმაურიანი ნაბიჯი იყო ორივე მხარისგან. გვიხარია, რომ პროგრამაზე მოთხოვნაც და შედეგებიც პროექტის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ვფიქრობთ, საბოლოოდ ასეთი შესაძლებლობების გამრავლებასა და ფსიქოთერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდაში გემბლინგ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.“ - აღნიშნავს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.
2020 წლის მარტიდან პროექტის ფარგლებში კამარაში თერაპიის 1248 საათი ჩატარდა. თერაპიული სეანსები პარალელურად მიმდინარეობს სამ ჯგუფში, კვირაში ოთხი დღე, ოთხ სხვადასხვა თერაპევტთან.
კურსების დაწყებიდან 3 კვირაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ინტენსიური ფსიქოთერაპიის პროგრამა არ შეჩერებულა.
„მოგვიწია თერაპიის პროცესის ონლაინში გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურმა შეხვედრებმა ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. აქედან გამომდინარე, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკა აღარ გავაუქმეთ. დავტოვეთ, როგორც უკვე აპრობირებული, დამატებით შესაძლებლობა დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის.” - ნინუცა კომახიძე, „კამარას“ ფსიქოლოგი.
ფსიქორებაილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ გრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ ცენტრს ნომერზე 032 298 21 95.
----
„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები