თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა შინ ყოფნამ ადამიანებს საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო გაუჩინა. ემოციების და განწყობების გარეთ გამოტანა საკუთარ თავთან საუბრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამ სიტუაციამ ბუნებრივად გაზარდა მოთხოვნა „სანებივრო სამოსზე“, როგორც ამას კომპანია „ნინეას“ დამფუძნებლები თავის შექმნილ კოლექციას უწოდებენ.
2017 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არარსებულ ქართული წარმოების ღამის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს, პანდემიის პერიოდში გამოწვევის წინაშე დადგა. სამი ქალის მიერ დაარსებული საწარმოს პროდუქციამ თავიდანვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც „ნინეას“ ერთერთი დამფუძნებელი ნელიკო თორდია აღნიშნავს, დღეს უკვე აქვთ საწარმო, სადაც კოლექცია თავიდან ბოლომე ხელით იქმნება, რომ პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილი და ხარისხიანი იყოს.
„ნინეას“ სანებივრო სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომელიც ნატურალური და სინთეზური ქსოვილების კოლექციას აერთიანებს. ფერი, ქსოვილი და მოდელი ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ კოლექციაზე, რომელიც 100 პროცენტით ნატურალური აბრეშუმისგან შედგება.
პანდემიამდე „ნინეას“ ორი სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, მაგრამ 2020 წელს შეცვლილმა სიტუაციამ დამფუძნებლები ონლაინ ვაჭრობის აუცილებლობაში დაარწმუნა და ვებგვერდი www.ninea.ge უფრო აქტიური გახდა.
„ონლაინ მაღაზიის შექმნა დღის წესრიგში იდგა. ამ პერიოდში ძალიან დროული აღმოჩნდა თიბისის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მზა პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის შექმნას და მისი მომსახურების დაფინანსებას 1 წლის ვადით, რაც ძალიან დაგვეხმარა ამ პროცესის დაჩქარებასა და განხორციელებაში“, - ამბობს ნელიკო თორდია.
ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ კომპანიას არა მხოლოდ ვაჭრობის შენარჩუნების, არამედ წინსვლისა და განვითარების საშუალებაც მისცა, კომპანიამ ელექტრონული კომერციის მეშვეობით გაყიდვები გააორმაგა.
„თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან შექმნილმა რეალობამ ძალიან მალე დაგვანახა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფო იზრდებოდა. ბიზნესს გაყიდვების ახალი არხი სჭირდებოდა, რომ მომხმარებელი არ დაეკარგა და ჩვენ შევთავაზეთ მათ, ამის გაკეთებაში დავხმარებოდით. გვიხარია, რომ ბევრმა ბიზნესმა წარმოება გაზარდა და მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა“, - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.
პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები