თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
31 დეკემბერი 2020- გალტ & თაგარტი, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, უკვე 20 წელია რაც საქმიანობს და წლების განმავლობაში საინვესტიციო-საბანკო მიმართულებით Global Finance-ის, Global Banking and Finance Review-ს და სხვა არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. გალტ & თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, როგორებიცაა: საბროკერო, აქტივების მართვა, კაპიტალის მოზიდვა და კვლევების მიმართულება.
გალტ & თაგარტი საქართველოში უმსხვილესი, ხოლო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბროკერო მომსახურების მიმართულებით. ის რეზიდენტ და არაზიდენტ კლიენტებს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვაში ეხმარება, რომლებიც ყველა ძირითად საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამასთან, გალტ & თაგარტის ონლაინ საბროკერო მიმართულება წარმოდგენილია G&T Trader-ის პლატფორმით, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად განახორციელოს ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით. ასევე, წელს ამოქმედდა პირველი ონლაინ საინვესტიციო და ანალიტიკური პლატფორმა საქართველოში, რომელიც კლიენტს აძლევს საშუალებას განახორციელოს გარიგებები და თვალი ადევნოს პორტფელის დინამიკას.
20 წელია, რაც გალტ & თაგარტი მომხმარებელს სანდო საინვესტიციო კვლევებს სთავაზობს და მოწინავეა საქართველოში მაკროეკონომიკური და სექტორული საინვესტიციო კვლევების მიმართულებით. ეს კვლევები ასევე ხელმისაწვდომია წამყვან საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორებიცაა Bloomberg, S&P Capital IQ, Thompson Reuters, Factset, Tellimer, Cbonds, რაც საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სანდოობას ადასტურებს.
20 წელია გალტ & თაგარტი მომხმარებელს პროფესიონალურ ფინანსურ კონსულტაციებს სთავაზობს და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით. საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულ პირებს ეხმარება საინვესტიციო პორტფელის შედგენაში, საპენსიო სქემებისა და აქციებით გადავადებული ბონუსების მართვაში. ასევე, კერძო კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობს მომსახურებას სტრატეგიული რჩევების, კომპანიების ყიდვა-გაყიდვის, ფინანსური რესტრუქტურიზაციის და შეფასებების მიმართულებით.
„20 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იუბილეა. მინდა ეს წარმატება პირველ რიგში მივულოცო ყველა ჩვენ თანამშრომელს. გალტ & თაგარტი ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალი და უაღრესად მოტივირებული გუნდით. ამ წლების განმავლობაში გალტ & თაგარტის გუნდმა ძალიან ბევრი სირთულე დაძლია და ბევრ წარმატებას მიაღწია. ასევე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენ კლიენტს და პარტნიორს, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან. მადლობა მინდა ვუთხრა მათ იმ ნდობისთვის, რასაც ისინი ამ 20 წლის განმავლობაში გვიცხადებდნენ. მოხარულები ვართ, რომ უკვე 20 წელია, რაც მომხმარებელს საუკეთესო საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ და ვქმნით მათთვის შესაძლებლობებს“ - განაცხადეს ირაკლი კირტავამ და ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მენეჯმენტის გუნდმა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები