კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი ინიციატივა წარადგინა - პასუხისმგებლიანი თამაში martetamashi.ge
2020-12-08 22:06:39
კომპანია “აჭარაბეთმა” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალი ინიციატივის წარდგენის შესახებ განაცხადა. ინიციატივის ფარგლებში კომპანიამ წარადგინა სპეციალურად პასუხისმგებლიანი თამაშისთვის შექმნილი ვებ-გვერდი martetamashi.ge
კომპანია „აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანია სწორედ პასუხისმგებლიანი თამაშის ქცევის და ცნების დამკვიდრება. სწორედ ამ მიზნით ვებგვერდზე განთავსებულია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია. ასევე ინსტრუმენტები, იმის შესახებ თუ როგორ არის შესაძლებელი მართო შენი თამაში, გაიგო მხოლოდ გართობისთვის თამაშობ თუ არა და სხვა.
„ჩვენი კომპანიისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლიანი თამაშის მიმართულება ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, არაერთი საკომუნიკაციო ინიციატივა იგეგმება სწორედ ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავამაღლოთ ცნობადობა იმის შესახებ, თუ რა არის პასუხისმგებლიანი თამაში” - განაცხადა კომპანია აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აჭარაბეთმა შექმნა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ და კომპანიის მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია: პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ეს მხარდაჭერა.
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
კომენტარები