თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით
მაგთიკომის განცხადება:
კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.
მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ის და Kalba International, Inc.-ის; KPMG-ის; RSM-ის და Nexia TA-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია Grant Thornton-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.
Grant Thornton-ის პასუხი კომისიას
დოკუმენტის მიზანი არ არის „კომისიის“ ყველა კომენტარის განხილვა, ან მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორების (შემდგომში „MVNO“) საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სარგებლის ან რისკების შეფასება, რადგან ეს უკვე გაკეთდა წინა დოკუმენტში.
მოცემული ანალიზის მიზანია პოლიტიკის ანგარიშსა და საექსპერტო დასკვნაში წამოჭრილ მთავარ საკითხებზე კონცენტრირება, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, მომზადდა თუ არა „კომისიის“ გადაწყვეტილება № 20-9/156, 31/12/2019 მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ ("საბითუმო გადაწყვეტილება" ან "MVNO რეგულაცია") ეროვნული კანონმდებლობის, ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოსა და საერთო პრაქტიკის შესაბამისად, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების ex-ante (წინასწარ) რეგულირებასთან არის დაკავშირებული.
დოკუმენტი ახდენს „MVNO რეგულაციის“ და “კომისიის” „მოსაზრების“ იმ ძირითადი პუნქტების შეჯამებას, სადაც “კომისია” ვერ ახერხებს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და ასევე აჩვენებს, რომ "MVNO რეგულაცია" მომზადებული ფორმით არღვევს, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას და ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამის ნაწილებს, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას.
Grant Thornton -ის სრული პასუხი ქართულ ენაზე
Grant Thornton -ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე
სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/grantthornton
სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3793823993961643/?type=3&theater
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები