თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით
მაგთიკომის განცხადება:
კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.
მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ის და Kalba International, Inc.-ის; KPMG-ის და RSM-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.
Nexia TA-ის პასუხი კომისიას:
დეტალურად შევაფასეთ რა „GNCC-ის პასუხი“, წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია რიგი საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ან მივიღეთ „კომისიის“ მიერ გამოტანილი დასკვნებისგან განსხვავებული დასკვნები. წინამდებარე დეტალური დოკუმენტი აჯგუფებს „კომისიის“ მიერ გაკეთებულ მტკიცებებს განხილვის საგნის მიხედვით და მოცემულია „კომისიის“ პოზიციისგან განსხვავებული პოზიციის შექმნის საფუძველი.
საერთო ჯამში, არსებობს 13 პუნქტი, რომლებზეც „კომისიის“ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისგან განსხვავებული აზრი ჩამოგვიყალიბდა. „კომისიის“ მიერ მომზადებულ კითხვებზე 13 პუნქტიდან, სადაც „კომისიის“ თანახმად, საკონსულტაციო დოკუმენტები ამტკიცებს, რომ:
· 6 ეხება საპასუხო კითხვა # 1–ს:
ფასის თვალსაზრისით, საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
· 4 ეხება საპასუხო კითხვა #2-ს, რომელთაგან ერთი გაერთიანებულია კითხვა #3- თან: ამტკიცებს, რომ მარეგულირებელი ჩარჩო ”არასწორად” განისაზღვრა.
· 1 ეხება საპასუხო კითხვა #3-ს, რომელთაგან ერთი გაერთიანებულია კითხვა #2- თან: „კომისიამ“ არასწორად გამოიყენა ე.წ. სამი კრიტერიუმის ტესტი.
· 1 ეხება საპასუხო კითხვა #5-ს:
”კომისიის“ გადაწყვეტილება არ განიხილავს ფინანსურ და საბაზრო რისკებს, ოპერაციულ და მომსახურების ხარისხის რისკებს, აგრეთვე მაკროეკონომიკურ ფაქტორებს.
· 1 ეხება საპასუხო კითხვა #7-ს:
მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური რისკები და სავარაუდო "საფრთხეები".
განსხვავებული მოსაზრებები შეჯამებულია დოკუმენტში მოცემულ ცხრილებში.
ბაზრის მონაცემების და არსებული ვითარების კვლევა წარმოადგენს ჩვენი დასკვნის საფუძველს, რომ MVNO–ების არსებობა არ წარმოადგენს აუცილებლობას კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან ბაზარი ისედაც უკვე კონკურენტუნარიანია და MVNO–ს რეგულირების ნებისმიერი სარგებელი, როგორც ჩანს მინიმალური იქნება.
Nexia TA-ის სრული პასუხი ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/files/nexiata-ka.pdf
Nexia TA-ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე - https://www.magticom.ge/files/nexiata-en.pdf
სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/nexiata
სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3791060157571360/?type=3&theater
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები