თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
3 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია “Georgia`s Natural”-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა.
კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული ჯგუფია, რომლის საქმიანობა ორგანული ბაღების ოპერირება, ველური მოსავლის შეგროვება, ორგანული ნედლეულის ხარისხის კონტროლი, გადამუშავება და ორგანული სტანდარტის შესაბამისად მისგან პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნაა. 1999 წლიდან დღემდე, კომპანია ავითარებს ორგანულ მეურნეობებს და თანემედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს საქართველოში.
ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო დიდ სუპერმარკეტების ქსელში წარმატებით გამოჩენის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა ქართველი მომხმარებლებისთვის “Georgia`s Natural”-ის ორგანული ბარი-ის კონცეფცია წარედგინა. შეირჩა სპეციალური ლოკაციები, სადაც კომპანიის მიერ წარმოებული პრემიუმ ხარისხის ორგანული ხაზის პროდუქციის: წვენის, სოუსის, გაყინული ხილის, გაყინული რბილობის, სიდერის შეძენაა შესაძლებელი. სიახლე განსაკუთრებით მიმზიდველია მომხმარებლისთვის, რომელიც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე, რადგან პროდუქცია არ შეიცავს პესტიციდებს, დანამატებს, შაქარს და არ არის აღდგენილი კონცენტრატისგან. მასში არის მაქსიმალურად შენარჩუნებული ხილში და ბოსტნეულში არსებული გემოვნური და სასარგებლო თვისებები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.
„მოხარული ვართ რომ ქართული კომპანია “Georgia`s Natural“-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელმა გლობალურმა ბრენდმა. მან პარტნიორ ქვეყნებს საქართველო გააცნო როგორც „ორგანული მებაღეობის“, „ველური შეგროვების“ და „ორგანული წარმოების“ შესაძებლობების მქონე ქვეყანა. გვინდოდა ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვეტანა ადგილობრივი წარმოების წახალისებაში, ბიზნესის ხელშეწყობაში და ვფიქრობ ჩვენი და “Georgia`s Natural“-ის პარტნიორობა კომპანიას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს. კომპანიამ ნედლეულის პირველადი გადამუშავების საწარმო 2018 წელს სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნა. ვფიქრობთ, მსგავსი საინტერესო, ეროვნული პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად ცნობადობის ზრდისა და ახალი საინვესტიციო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
კომპანიის შესახებ:
ორგანული კატეგორიის 100%-ით ნატურალური წვენი, დაკონსერვებული და მშრალი პროდუქტი, IQF ტექნოლოგიით გაყინული ხილ-ბოსტნეული, სოუსი, სანელებლები - ეს ქართული წარმოების იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლის ექსპორტსაც კომპანია “Georgia`s Natural“-ი უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს და დღეს უკვე 40-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი საერთაშორისო სავაჭრო ქსელების პრემუმ თაროზე. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ტრინიდადი. კომპანიას აქვს ყველა საჭირო სერტიფიკატი აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის განსახორციელებლად. ის ფლობს EC/NON EU-ს (ორგანული სტანდარტი ევროპული ბაზრისთვის), NOP/USDA-ს (ორგანული სტანდარტი აშშ ბაზრისთვის), JAS-ს (ორგანული სტანდარტი იაპონიის ბაზრისთვის),CCOF-ს (ორგანული სტანდარტი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის). “Georgia`s Natural”-ში ასევე დანერგილია სტანდარტები: ISO 9001:2015, ISO 22000:2005, FSSC 22000, Kosher/OU, Halal/IFRC ASIA.
კომპანია 2020 წლამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული, თუმცა მას შემდეგ რაც კომპანიამ 2018 წელს ქარხნის მშენებლობა დაასრულა, წარმოება ფუნქციურად კიდევ უფრო გაიმართა.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები