1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აქ.ახლა - მარიო ვარგას ლიოსა

თიბისის  საზაფხულო Live-სესიები - აქ.ახლა  სრულდება. 

30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის - მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის  Facebook გვერდებზე.

სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი - ლანა კალანდია იქნება. 

ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მწერალთა სახლთან პარტნიორობით დაიგეგმა. სესიის ფარგლებში მწერალი საკუთარი ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებზე ისაუბრებს. 

მარიო ვარგას ლიოსა სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. 2010 წელს ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის” მიიღო. 

საყოველთაოდ აღიარებული და მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ნათარგმნია მისი რომანები: „ქალაქი და ძაღლები“ (1966), „საუბარი კათედრალში“ (1975), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (1982), „ბოლო ჟამის ომი“ (1984), „ცუდი გოგოს ოინები“ (2007). 

მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია. სწორედ ამას ეძღვნება როგორც მისი ადრეული რომანები, ასევე ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი „ვაცის ნადიმი“ (2001) და „ხუთი კუთხე“ (2018). გარდა ლიტერატურისა, ლიოსა პოლიტიკოსის რანგშიც დაუპირისპირდა დიქტატურას, თუმცა პერუს მაშინდელ დიქტატორთან - ფუხიმორისთან 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. 

საქართველოში მისი რომანები „ინტელექტსა“ და „სულაკაურის გამომცემლობას“ აქვთ გამოცემული, მთარგმნელები კი ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი, ელისაბედ ყვავილაშვილი და ამირან გაბესკირია არიან. 

მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და ინტელექტუალია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...