0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი განათლების აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს

8 მაისი, 2020- საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე განხორციელებულ და მხარდაჭერილ პროექტებთან ერთად, ახალ ინიციატივაზე განაცხადა. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფაგრლებში, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საქართველოს ბანკმა უნივერსიტეტისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა. რაც უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას, აბსოლუტურად ყველა ლექცია თუ სემინარი ზუმში შეუფერხებლად  ჩაატაროს.  სტუდენტები კი განათლების ონლაინ რეჟიმში მიღებას შეძლებენ. 

„საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი რეალობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი განათლებას და მის ციფრულ  ტრანსფორმაციას. ამ მიზნით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ თსუ-ში ჩვეული აქტიური სასწავლო პროცესი არ გაჩერდეს. გვინდა სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლექციებს დისტანციურად დაესწრონ. ასევე, მიიღონ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება, როგორც მათ ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე საუკუნეზე მეტია სთავაზობს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...