0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

17 დეკემბერი, 2019  - გალტ & თაგარტმა თბილისის უძრავი ქონების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც გაანალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციები. კვლევის მიხედვით ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად,  თბილისში კვლავ ძველი შენობები ჭარბობს. ამასთან, სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ თბილისში თანამედროვე სტანდარტებით საცხოვრებელი, სავაჭრო და საოფისე უძრავი ქონების მხოლოდ 25%-მდეა აშენებული. 

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები სტაბილურია აშშ დოლარში და ბაზრის გადახურების ნიშნები არ იკვეთება. ამასთან, ბოლო პერიოდში მიღებული სამშენებლო რეგულაციები აქტიურ მშენებლობას ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში გადატანას უბიძგებს, ხოლო ფასების ზრდას გალტ & თაგარტის შეფასებით ძირითადად ცენტრალურ უბნებში გამოიწვევს. ამასთან, ბინების მოთხოვნაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია (მზარდი ურბანიზაცია, შინამეურნეობის ზომის შემცირება და ა.შ.), რაც მომავალში ბინების გაყიდვების სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს. 

კვლევის თანახმად, თანამედროვე ოფისები თბილისში მთლიანი სივრცის მხოლოდ 22%-ს შეადგენს. ასეთი მცირე მიწოდების პირობებში იჯარის ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ახალი თანამედროვე ოფისები დაემატება, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით ფასებზეც აისახება. 

თბილისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. ამასთან, მოკლევადიან პერიოდში სავაჭრო ცენტრების შემდგომი გაფართოების აუცილებლობა არ იკვეთება, თუმცა მათი დომინირება მომავალში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში ქუჩის საცალო მაღაზიები (street retail) რითეილერებისთვის არამიმზიდველია და გამონაკლისს მხოლოდ რუსთაველის გამზირი წარმოადგენს. 

გალტ & თაგარტის მიხედვით, მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტში დაგეგმილი პროექტები ჭარბი მიწოდების რისკებს შეიცავს მოკლევადიან პერიოდში და მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის აუციებლობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, ის მთლიანად Airbnb-ს აქვს დაკავებული. 

„ღონისძიების მთავარი მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც თავს მოიყრიან მოცემული სექტორის აქტიური მონაწილეები - კერძო სექტორი და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა მოხდეს  სექტორში არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა, დისკუსიის გამართვა. გვსურდა მოწვეული სტუმრებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება და რა პერსპექტივები არსებობს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე“,- განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს კვლევების დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.   

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...