0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

#გააზიარებედნიერება - HUAWEI watch GT-ისა და HUAWEI P30-ის მფლობელები გამოვლინდნენ

კომპანია HUAWEI-მ Black Friday-ს გათამაშებაში გამარჯვებულ მომხმარებლებს საჩუქრები გადასცა. გამარჯვებულები HUAWEI Watch GT-სა  და HUAWEI P30-ს  მფლობელები გახდნენ. 

„HUAWEI-ს Black Friday-სთან დაკავშირებული კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო და მომხარებელს მორიგი გათამაშება და საინტერესო საჩუქრები შესთავაზა. კამპანია ერთი კვირის მანძილზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდიანრეობდა, რომლის ფარგლებშიც 6 ჭკვიანი საათი (HUAWEI Watch GT) და ერთი ფლაგმანური ტიპის სმარტფონი (HUAWEI P30) გათამაშდა. 7 გამარჯვებულის გარდა,  დამატებით საჩუქარი, HUAWEI-ს bluetooth ყურსასმენები, კამპანიის ერთ-ერთ აქტიურ წევრსაც გადეცა, რომელიც გათამაშებაში 29 ნოემბერს ჩაერთო. მან  HUAWEI-ს სხვადასხვა პროდუქტი შეიძინა და განათავსა საკმაოდ ემოციური ვიდეო საჯარო პოსტის სახით, წესების შესაბამსიად. თუმცა ძალიან ცოტა დააკლდა რომ P30 მოეგო. მის ვიდეოში შეძენილ პროდუქტებს შორის არ იყო ყურსასმენები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს პროდუქტი ჩვენ გვეჩუქებინა“ - განმარტავენ კომპანაიში.   

„საკმაოდ საინტერესო გათამაშება იყო. ჩემი შვილის ფოტო ავტვირთეთ კომპანიის ფეისბუქ გვერდზე, დავაგროვეთ ყველაზე მეტი მოწონება და შედეგად მოვიგეთ HUAWEI P30. HUAWEI-მ საახალწლო საჩუქარი გაგვიკეთა და მადლობა მას,“ -   მონაწილეობის დეტალებზე საუბრობს გამარჯვებული თორნიკე ჟორჟოლიანი. 

„ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ HUAWEI  ათამაშებდა ჩემი ოცნების სმარტ საათს, რომელიც დიდი ხანია მინდოდა. ამისათვის შევიძინე ჰუავეის სმარტფონი, რომელიც ასევე დიდი ხანია მინდოდა. შედეგად გავხდი გამარჯვებული და ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ყველას ვურჩევ მოიწინოს HUAWEI -ს ფეისბუქ გვერდი და სამომავლოდ, ჩაერთოს ანალოგიურ გათამაშებაში, ეს რეალურია“, - აღნიშნავს გიორგი საბიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობის წესები საკმაოდ მარტივი იყო. მსურველს 25 ნოემბრიდან - 1 დეკემბრის ჩათვლით უნდა შეიძინა HUAWEI-ს ნებისმიერი სმარტფონი, მოეწონებინა კომპანია HUAWEI-ს facebook გვერდი (https://www.facebook.com/HuaweimobileGE/)  ან/და გამოიწერათ ის Instagram-ზე და  იმავე დღესვე გააზიარებინა  ემოცია (ფოტო ან ვიდეო მასალა) საჯარო პოსტის სახით, ჰეშთეგით: #გააზიარებედნიერება.  გათამაშებაში მონაწილე მომხმარებლებიდან, გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის ვისი პოსტიც ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებდა მომდევნო დღის 13:00 საათამდე. მთავარი პრიზი HUAWEI P30 უშუალოდ პარასკევს დღეს, 29 ნოემბერს გათამაშდა. 
 HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...