0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის

„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური  წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამიერიდან, „სმარტის“ მომხმარებელს არა მხოლოდ „ტრუჩილოს“ აპარატის „ამერიკანოს“, „კაპუჩინოს“, „ლატეს“ და „ესპრესოს“ დაგემოვნება შეუძლია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსებულ სუპერმარკეტებში, არამედ ლეგენდარული იტალიური ბრენდის მარცვლის ყავას, დაფქულ ყავას და ყავის კაფსულებს შეიძენს დღისა თუ საღამოს ენერგიულად  გატარებისთვის.   

„ტრუჩილოს“ ისტორია 1950 წელს იწყება და დღესდღეობით საოჯახო ბიზნესის მესამე თაობამ მიაღწია იმას, რომ კომპანია იტალიაში ყავის წარმოების ბაზრის 40% წილის მფლობელია. მაღალი ხარისხის არაბიკას და რობუსტას ყავის მარცვლებს კომპანია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის წამყვანი მწარმოებლებისგან არჩევს. კომპანიის მისია მაღალი ხარისხის იტალიური ესპრესოს ყავის კულტურის გაზიარებაა მსოფლიოში და ყავის წარმოების უახლესი ტექნოლოგიებით, ყავის ხარისხის კონტროლის თანამედროვე სტანდარტებით, „ტრუჩილო“ აკადემიით, რომელიც ბარისტათა პროფესიონალ განვითარებაზე ზრუნავს  და განვითარების ამბიციური გეგმებით, კომპანიამ უკვე დიდ პოპულარობას მიაღწია სოფლიოს ბევრ ქვეყანაში.  

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და ბოლო წლებია საწყისი ფორმატით - კერძოდ პატარა ზომის სუპერმარკეტების ფორმით ვითარდება. „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზეა განთავსებული. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში  მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...