0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. 

თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს. 

მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის  მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს უნდა დააჭიროს და სასურველი რაოდენობის თანხა აპლიკაციაშივე მიუთითოს. 

QR კოდით თანხის განაღდება სრულიად უსაფრთხო და დაცულია. მომხმარებლის იდენთიფიკაცია  ბიომეტრიულად - თითის/სახის ანაბეჭდით ან მობაილბანკში შესვლის სხვა მეთოდებით ხორციელდება. განაღდების ერთჯერადი ლიმიტი 1 000 ლარს შეადგენს, დღის ლიმიტი კი - 3000 ლარს. 

„თიბისი მუდმივად ცდილობს მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს, რაც მათ ცხოვრებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. მოხარული ვართ, რომ დღეიდან თანხის ბანკომატიდან განაღდება კიდევ უფრო სწრაფად, ბარათის გამოყენების გარეშე იქნება  შესაძლებელი“, - ვაჟა ბერიაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის უფროსი. 

ინოვაციური სერვისით სარგებლობას უახლოეს მომავალში ანდროიდის მომხმარებლებთან ერთად,  IOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. 

QR კოდით განაღდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/en/web/guest/qr-campaign .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...