1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2018 წლის ყველაზე პოპულარული სახელი დიდ ბრიტანეთში

მთელ მსოფლიოში, მშობლები ყველაზე დიდი ყურადღებით ბავშვის სახელებს არჩევენ. ზოგი ფიქრობს, რომ სახელი ადამიანის მომავალს განსაზღვრავს, ზოგს კი უბრალოდ უნდა, რომ მისი შვილის სახელი ყველასგან გამორჩეული იყოს. გთავაზობთ დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას.

დიდ ბრიტანეთში, ბიჭისთვის ყველაზე პოპულარული და მისაღები სახელია მუჰამედი. 

2018 წელს, ლონდონში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ბიჭუნებს მუჰამედს, მუჰამადს ან მოჰამადს არქმევენ.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ცნობით,  გასულ 2017 წელს ინგლისში, ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელების სიაში იყო ოლივერი, ჰარი, ჯორჯი, ნოა და ჯეკი.  გოგოების კი ოლივია, ამელია, ისლა, ავა და სარა. წელს კი ჩამონათვალის სათავეში სწორედ მუჰამედი მოექცა.

მასალას dailymail-ი აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები