1 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვილის ვალის გამო 64 წლის ქალს სასტიკად გაუსწორდნენ

    64 წლის ბარბარა დრანსფილდი ბეისბოლის ჯოხით ცემეს. მას სხეულზე საშინელი დაზიანებები აქვს მიყენებული. ეს იმ ბანდამ ჩაიდინა, რომელიც ნარკობიზნესშია ჩართული და მის ვაჟს, დანიელს,  ვალს სთხოვს. სასამართლო საქმეს უკვე განიხილავს.

გასულ წელს დანიელს მიუვიდა შეტყობინება, სადაც ასეთი ტექსტი ეწერა:"ტელეფონს უპასუხე. შეწყვიტე სისულელის კეთება. ეს უფრო ცუდი იქნება შენთვის."

"ბოლოს მე გავიცინებ."

უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში კი ასეთი შეტყობინება მიიღი:"ჩემი ბიჭები დედაშენთან არიან ახლა".

მისის დრანსფილდს აქვს პროტეზის ფეხი და  გადასაადგილებლად ეტლს იყენებს. მან დილით ადრე გაიღვიძა და მის პირდაპირ ორი კაცი იდგა. ისინი შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეც დაფარული ჰქონდათ. ერთს ბეისბოლის ჯოხი ეკავა ხელში, მეორეს კი - დანა.

ქალმა ამ საზარელი ფაქტის შემდეგ პოლიციას უამბო, რომ თავდამსხმელებს მხოლოდ ფული უნდოდათ:"ის, რაც მათ უნდოდათ იყო ფული, ფული და ფული. მე ვუთხარი, რომ ფული არ მქონდა".

მისის დრანსფილდს თავის ქალა აქვს დაზიანებული. ასევე დამტვრეული აქვს სახის ძვლები.მისი დაზიენებების ნახვა ფოტოებზეც კი შოკისმომგვრელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები