1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

''მე ვასწავლი ჩემს გოგონას, რომ ტრაგედია არ არის თუ სხვებისგან განსხვავდები"

  ხუთმა ქალბატონმა გადაწყვიტა ესაუბრა იმის შესახებ, თუ რას გრძნობენ ისინი მშობიარობის შემდეგ თანმხლებ ცვლილებებზე, ვინაიდან როგორც ცნობილია, ფეხმძიმობასა და მშობიარობას თან ახლავს სხეულის ფორმების ცვლილებაც, რაც ქალებისთვის ძალიან მტკივნეულია. სხეულზე ჩანს დაჭიმვის კვალი ანუ სტრიები,  კანიც მოშვებულია და ჩნდება ცელულიტები. სხეული აუცილებლად შეიცვლება და ეს გარდაუვალია 

სელებრითები, თავისუფლად აქვეყნებენ ფოტოებს მშობიარობის შემდეგ თავიანთ შვილებთან ერთად. მათ იციან, რომ საკუთარი სხეული  უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და ბავშვის დაბადება სულ სხვა გამოცდილებაა ყველა დედისთვის.

ამ ხუთი დედიდან  არც ერთს არ აცვია ბიკინი მშობიარობის შემდეგ. მაგრამ სჯერათ, რომ მათი სხეული არის ძლიერი და ლამაზი.

არიელი

"მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში ჩემი სხეული შეიცვალა, ამიტომ მე ვიცოდი რომ ის განსხვავებული იქნებოდა იმისგან, რაც მანამდე იყო.  მანამდე არასდროს მქონია სტრიები. ფეხმძიმობისას საკმაოდ მოვიმატე. დღეს პირველად ჩავიცვი ბიკინი ბავშვის გაჩენის შემდეგ. უცნაურად ვგრძნობ თავს, მაგრამ არაუშავს.

ამაყი არ ვარ  და არ მომწონს, როგორც გამოვიყურები, მაგრამ ამის არ მცხვენია. ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები მაქვს, ამიტომ, ამაზე არ ვწუხვარ. ნაკლებად ვაქცევ სხეულს ყურადრებას და მთლიან დროს ჩემს გოგონას ვუთმობ. ჩემი თავისთვის დრო აღარ მაქვს, რადგან ახლა სხვა პრიორიტეტები გამიჩნდა. დედობა დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე ოდესმე.

ყველაზე კარგი დედობაში ისაა, რომ უყურებ, როგორ იზრდება შენი შვილი და ეს სიძლიერეს და ამბიციას მმატებს. მე მსურს, რომ ჩემს შვილს უყვარდეს თავისი თავი, მაშინაც კი, თუ ის განსხვავებულად იგძნობს თავს. მიუხედავად იმისა,  რაიმე მოეწონება თუ არა საკუთარ გარეგნობაში, რადგან სხვას არავის შეუძლია უყვარდე ისე, როგორც შენ შეგიძლია გიყვარდეს საკუთარი თავი."

ფარაჰი

"ყველაზე საოცარი ის იყო, რომ მანამდე არ ვიცოდი, როგორი ძლიერი ვიყავი რეალურად. ნამდვილი სიძლიერე  ბავშვის დაბადებაა. მითხრეს, რომ ჩემი სხეული შეიცვლებოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი  რადიკალურად შეიცვალა. ბავშვის გაჩენის შემდეგ მე დავიწყე ზრუნვა წონის დასაკლებად, მაგრამ სხეული არის მოდუნებულია და დაკლება გამიჭირდა. დეპრესიაში ვიყავი. მაგრამ, მივხვდი, რომ მთავარი მოთმენაა"

სტეფანი

"არავის უთქვამს, რომ დედობა ასეთი ემოციური იყო. ბავშვებით ხარ აღფრთოვანებული. მათზე წუხარ და ღელავ, თუ რაიმე ისე არ ხდება.

ჩემი პირველი შვილის, ოლივიას, დაბადების შემდეგ, ფორმაში ჩადგომა არ გამჭირვებია და გამიმართლა. ბევრმა მითხრა, რომ მეორე ფეხმძიმობის შემდეგ ასე აღარ იქნებოდა. როცა მეორე გავაჩინე, მართლაც რთული იყო ფორმაში ჩადგომა, მაგრამ მე ამაყი ვარ ჩემი ორი შვილით. მთავარი ესაა."

კანია

"არავინ არ მეუბნებოდა, როგორი რთულია დედობა. უცნაური ის იყო, რომ, როცა ორსულად ვიყავი, წონაში მოვიკელი. ჩემი ქმარი ხუმრობდა კიდეც ამაზე. მშობიარობის შემდეგ კი მკერდი გამეზარდა და წონაშიც მოვიმატე.

როდის ვიქნები თავდაჯერებული? როცა ჩემი ვაჟი მეტყვის, რომ ლამაზი ვარ."

ბრიტანი

"დედობის საუკეთსო მხარე ისაა, რომ გყავს პატარა ადამიანი, რომელსაც უნდა ასწავლო და ეს პატარა ადამიანი არის ყველაზე ლამაზი.

როცა დედა ხდები, ვეღარ ზრუნავ შენს ფიზიკურ სილამაზეზე. გინდა ეს, მაგრამ დრო აღარ გაქვს.

 მინდა ჩემმა შვილმა იცოდეს, რომ ლამაზია, არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა  მის გარშემო. მე მინდა ვასწავლო ჩემს შვილს, რომ არაფერია, თუ სხვებისგან განსხვავდები."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები