1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროფკავშირების მასობრივი აქცია რომში

ჩამოტვირთვა

მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა იტალიის დედაქალაქში. რომში ქვეყნის უდიდესმა პროფკავშირებმა აქცია მოაწყო. მასში მონაწილეობა მანქანათმშენებლებმა და სატრანსპორტო სექტორის თანამშრომლებმა მიიღეს. აქციის ათასობით მონაწილე მარიო მონტის ტექნოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ სან ჯოვანის მოედანზე გამოვიდა. მათი მთავარი მოთხოვნები კორპორაცია "ფიატში" მიმდინარე შემცირებების შეჩერება, გადასახადების სისტემაში ცვლილებები, საპენსიო სისტემის სრულყოფა და უმუშევრობის დონის შემცირება იყო. აქციას ოპოზიციის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ. დემონსტრაცია 4 საათს გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები