2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უიტნი ჰიუსტონის ქონების ირგვლივ სკანდალი გაღვივდა

ჩამოტვირთვა

უიტნი ჰიუსტონის ოჯახის წევრები სასტიკი წინააღმდეგნი არიან, რომ მისმა შვილმა დედის მემკვიდრეობა ჩაიბაროს. ისინი შიშობენ, რომ ბობი კრისტინა, რომელიც საკმაოდ რთულ მოზარდად არის მიჩნეული, მთელ ქონებას ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს გაატანს. ამხელა თანხა ბობის, კეთილდღეობის ნაცვლად, დიდ პრობლემებს შეუქმნის. როგორც დასავლური პრესა უკვე იუწყებოდა, უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის ერთადერთი ქალიშვილი, 19 წლის ბობი კრისტინა, ვარსკვლავის 1,6-მილიარდიანი ქონების სრულუფლებიანი და ერთპიროვნული მემკვიდრეა. ბობი ბრაუნს, რომელსაც, სხვათა შორის, უიტნის სიკვდილში ადანაშაულებენ, საქორწინო კონტრაქტის თანახმად, ერთი ცენტიც არ ერგება. ანდერძი უიტნი ჰიუსტონმა 1993 წელს, ბობი კრისტინას დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დაწერა. მასში ნათქვამი იყო, რომ ვარსკვლავი მთელ ქონებას, რომელიც მაშინ 20 მილიონ დოლარს შეადგენდა, თავის ქალიშვილს უტოვებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები