2 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საუკუნის ძარცვაში“ ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ქართველები არიან

ჩამოტვირთვა

თურქეთში საუკუნის ძარცვაში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ ქართველები არიან. თურქული მედიის ცნობით ორდუში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. თუმცა ეჭვმიტანილების აყვანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მომხდარზე კომენტარს ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ აკეთებენ. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულები სავაჭრო ცენტრის ძარცვაში და შენობიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლირის ღირებულების ოქროს მოპარვაში არიან ეჭვმიტანილი. სავაჭრო ცენტრში მძარცველებმა 8-მეტრიანი გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობლად მდებარე შენობის ტუალეტიდან გათხარეს. გვირაბის მეშვეობით მძარცველებმა ოქროს საცავებში ისე შეაღწიეს, რომ დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია. სიგნალიზაციის ამუშავების დროს კი ისინი შემთხვევის ადგილიდან უკვე შორს იყვნენ. თურქული პრესა წერს, რომ სამართალდამცველები გვირაბში ნაპოვნი ქართული წარმოების სიგარეტის ნამწვავების გამო ვარაუდობენ, რომ მძარცველები საქართველოს მოქალაქეები არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები