2 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოგონა ჭურჭლის ქაფიან ღრუბლებს ჭამს

ჩამოტვირთვა

ბრიტანელი კერი ტრებილკოკის საყვარელი საკვები ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ქაფი და საპონია. ეს უცნაური ჩვევა კერიმ, 4 წლის წინ, მაროკოდან დაბრუნების შემდეგ, აღმოაჩინა. ეგვიპტედან ჩამოსვლის შემდეგ, გოგონა შიმშილს ვერ იოკებდა. ჭურჭლის რეცხვის დროს, ღრუბელს გემო გაუსინჯა და, როგორც იქნა, დანაყრდა. კერის ამ მიდრეკილების გამო ძალიან რცხვენოდა და უცნაური ჩვევის შესახებ არავის უმხელდა. როდესაც სამკურნალოდ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, 4000-მდე ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და 1000-მდე საპონი ჰქონდა შეჭმული. ექიმებმა დაადგინეს, რომ მაროკოში კერის ნაწლავის პარაზიტი გაუჩნდა, რამაც გოგონას უჩვეულო მადა გაუღვიძა. ამ სიმპტომს მეცნიერულ ენაზე გეოფაგია, ანუ გარყვნილი მადა ეწოდება. ახლა კერი მკურნალობის კურსს იტარებს, თუმცა კვების რაციონიდან ჭურჭლის სარეცხი ღრუბლისა და საპნის ამოღებას ჯერ მაინც ვერ ახერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები