2 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-მ ლიბიას სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა

ჩამოტვირთვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბიას სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ უკვე მიიღო. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის მიუხედავად ლიბიაში არსებული ვითარება ქვეყნის უსაფრთხოებას და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას საფრთხეებს უქმნის. "კადაფის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ლიბიაში პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება, თუმცა იქ არსებული სიტუაცია ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ისე აშშ-ის საგარეო პოლიტიკას", - ნათქვამია პრეზიდენტ ობამას განცხადებაში. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ლიბიაში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის მარტში დაიწყო, რაც ნოემბერში პრეზიდენტ მუამარ კადაფის ლიკვიდაციით დასრულდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები