0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ათენში მშვიდობიანი აქცია სანთლების შუქზე ჩატარდა

ჩამოტვირთვა

მასობრივი არეულობიდან ერთი დღის შემდეგ ათენის ცენტრში მშვიდობიანი აქცია სანთლების შუქზე ჩატარდა. ხალხი იმ ერთსაუკუნოვანი კინოს შენობასთან შეიკრიბა, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული კანონის მიღებით გაღიზიანებულმა დემონსტრანტებმა გადაწვეს. დედაქალაქში არეულობის შედეგად 93 შენობა დაზიანდა. მათგან რამდენიმე ისტორიულ და კულტურულ ძეგლს წარმოადგენდა. ზარალი მიადგა მაღაზიებსაც, რომელთა ნაწილი მთლიანად გადაიწვა. საბერძნეთის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე კომენტარი გერმანიის კანცლერმა გააკეთა. ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონი ვინმეს დაზარალებას მიზნად არ ისახავს და ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები