0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონკორდიას ჩაძირვის დროს „ტიტანიკის“ საუნდტრეკს უსმენდნენ

ჩამოტვირთვა

იტალიაში მომხდარი ტრაგედიიდა რამდენიმე დღის შემდეგ, კოსტა კონკორდიას მგზავრები მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბრობენ. ერთერთი გადარჩენილი იხსენებს, რომ კოსტა კონკორდიას ჩაძირვის მომენტში გემის რესტორანში სელინ დიონის ცნობილ სიმღერას უსმენდნენ, ფილმიდან „ტიტანიკი“. კომპოზიციამ პოპულარობა 1997 წელს მოიპოვა, როდესაც ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის საუნდტრეკი გახდა. ამას გარდა მგზავრები ყვებიან, რომ როდესაც გემმა ჩაძირვა დაიწყო, ხალხი პანიკამ მოიცვა. ეკიპაჟის წევრებს შორის არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ევაკუაციის ორგანიზებას შეძლებდა. ხალხი სრულიად არაინფორმირებული იყო და არ იცოდა უსაფრთხოების წესები როგორ დაეცვა. იტალიაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიოს ტიტანიკის ჩაძირვა გაახსენა. გემი 1912 წელს, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, შედეგად 1517 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები