თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
2023 წლის ბოლო კვარტალი „თეგეტა აკადემიისთვის“ განსაკუთრებით დატვირთული იყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ 50 საერთაშორისო ტრენინგი ჩაატარა, რაც პროფესიული განათლების განვითარებას და შესაბამისად, ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა ჰოლდინგისა“ და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ტრენინგები ჩატარდა როგორც ადგილობრივად, ისე საზღვრებს გარეთ. ეს კი დასტურია, რომ „თეგეტა“ რეგიონში არა მხოლოდ საკუთარ ძირითად საქმიანობას ახორციელებს, არამედ პროფესიული განათლების განვითარებასაც უწყობს ხელს.
ჩატარებული 50 საერთაშორისო ტრენინგიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ MAN-ის ავტობუსების მექანიკოსებისა და სერვისის პერსონალისთვის გამართული სწავლება იყო. ტრენინგი სომხეთში მოეწყო და მის ფარგლებში გერმანული კომპანია MAN-ის ტრენერი, აკადემიის გუნდთან ერთად, ერევანს ეწვია. PMA-ს 25 თანამშრომელი ავტობუსების მოვლა-ექსპლუატაციის მიმართულებით გადამზადდა.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, „თეგეტამ“ ერევნის მუნიციპალიტეტს MAN-ის წარმოებული ავტობუსები მიაწოდა. პროექტის ფარგლებში, წლის დასაწყისში მძღოლებისთვის ოპერირების ტრენინგი ჩავატარეთ, ხოლო წლის ბოლოს დავაორგანიზეთ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგი სერვისის თანამშრომლებისთვის. აღნიშნული სწავლება საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ერევნის მუნიციპალიტეტის მომსახურების ხარისხი და ავტობუსების სერვისში დაყოვნების დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ.
ასევე MAN-ს უკავშირდება კიდევ ერთი საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც „თეგეტა აკადემიამ“ დუბაისა და ანკარას აკადემიებთან ერთად დაგეგმა. ჩვენ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისთვის დავაორგანიზეთ რამდენიმე ტრენინგი სწორედ დუბაისა და ანკარას აკადემიებში. ადგილზე ჩავიდნენ როგორც მექანიკოსები, ისე გაყიდვების კონსულტანტები და საგარანტიო მენეჯერები და ამით შევასრულეთ MAN -ის 2023 წლის გეგმა ტრენინგების მიმართულებით“.
წლის ბოლოს გაიმართა LIEBHERR-ის ამწეების ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბატალიონის თანამშრომლებისთვისაც. 19 ოპერატორისთვის უსაფრთხო ოპერირების ტრენინგი „თეგეტა აკადემიამ“ დააორგანიზა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი 5-დღიანი სწავლება საველე პირობებში აზერბაიჯანიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით მოაწყო.
„თეგეტა აკადემიაში“ წლის ბოლო ასევე დატვირთული იყო ბრენდების ონლაინსემინარებითაც. WABCO, KNORR BREMSE, BOSCH, MOBIL, JCB, FENDT, VALTRA, MILWAUKEE, FEBI, SHELL, TEMSA, BOGE, GLASURIT, SCHAEFFLER - თეგეტას პარტნიორი ბრენდებისთვის აკადემიაში 15-მდე ტრენინგი გაიმართა.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „ყველა ჩამოთვლილ საერთაშორისო ტრენინგში „თეგეტა აკადემიის“ ტექნიკური ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ასევე აიმაღლეს კვალიფიკაცია და მათ ახლა უკვე ცოდნის გადაცემა ჰოლდინგის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებისთვის შეეძლებათ.
„თეგეტა აკადემიის“ შექმნის ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ ყველა პარტნიორი ბრენდი სათანადო მომსახურების სტანდარტს ელოდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი ამაღლება და გაზიარება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება, გვემატება ახალი ბრენდები. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზების გარეშე თანამედროვე ტექნიკის მომსახურება შეუძლებელი იქნებოდა“.
„თეგეტა აკადემიაში“ უკვე გაწერილია 2024 წლის გეგმა. მომავალ წელს გაგრძელდება ტრენინგები MAN-ის აკადემიასთან. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა აკადემია“ პორშეს საერთაშორისო ტრენინგის მასპინძლობისთვისაც ემზადება. თანამშრომლობა გაგრძელდება „თეგეტა ჰოლდინგის“ ყველა პარტნიორ ბრენდთან.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები