2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

ივლისის საქონლით საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, მიგრაციისა და გზავნილების დინამიკა, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვან ნორმალიზებაზე მიუთითებს. ამასთან, წმინდა შემოდინებები კიდევ უფრო მეტია, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია. თუმცა, დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის განახლებული ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების მნიშვნელოვან მერყეობას აჩვენებს. განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით, ეს სავალუტო შემოდინებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

 

მაშინ, როდესაც ტურიზმისა და მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება, თიბისის არხებით განხორციელებული ტრანზაქციები აჩვენებს, რომ სავალუტო შემოდინებებში მიგრანტების წილი ბოლო პერიოდში მცირდება. თიბისი კაპიტალის აზრით, სამომავლოდ, ზრდის მდგრადობის კუთხით, ეს უფრო პოზიტიური გარემოებაა.

 

გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა სამუშაო ბაზრის მე-2 კვარტლის მაჩვენებლები, სადაც შემდგომი გაუმჯობესება იკვეთება.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები