1 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, უფრო დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, შიდა მოთხოვნის წინასწარი ინდიკატორები და ასევე, რეალური ექსპორტის მატება, უფრო 10%-იან ან მეტ ზრდაზე მიუთითებდა. სრული 2022 წლისავის, თიბისი კაპიტალის ბოლო - 10.2%-ის პროგნოზი, კვლავ რეალისტური ჩანს, თუმცა სავარაუდოდ უფრო ზუსტი დაახლოებით 10%-იანი ზრდის მოლოდინია.

 

ოქტომბრის ინფლაციის შემცირება თიბისი კაპიტალის პროგნოზის შესაბამისი იყო. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ წლიური ინფლაცია შემცირდა, სექტემბერში 11.5%-დან ოქტომბერში 10.6%-მდე, არამედ ყოველთვიური ინფლაცია სეზონური ფაქტორების გამორიცხვით პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე განისაზღვრა. თუმცა, საბაზო და მომსახურების ინფლაციის მხრივ ნორმალიზება ჯერ კიდევ მოსალოდნელია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი 2022 წლის ბოლოსათვის, რომელიც 9.4%-ს შეადგენს, შესაძლოა მცირედით კონსერვატიული იყოს.

 

ლარის კურსის მხრივ, როგორც ეს თიბისი კაპიტალის ადრინდელ მიმოხილვებშია განხილული, გამყარების ზეწოლა საკმაოდ ლოგიკურია. როგორც ჩანს, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ახლა უკვე ფიქრობს, რომ ლარის სეზონურ გაუფასურებას აღარ ექნება ადგილი, განსხვავებით რამდენიმე თვით ადრე არსებული განწყობებისა.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები