1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ არის ისეთი სუსტი, როგორიც არასდროს ყოფილა - სერგო ჩიხლაძე

„ყველა საკითხი იქნება განხილული, ყველა საკითხს აქვს თავისი ლეგიტიმაცია. ზოგადად, იმისთვის, რასაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ბრძოლა ჰქვია, ყველა მეთოდი, რომელიც დაშვებულია კონსტიტუციით, გამოყენებული იქნება. ყველა პროცესის მონაწილე ვიქნებით - ეს იქნება პარლამენტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის მწვავე პროტესტი და ასევე ქუჩის აქციები. არცერთია გამორიცხული. ყველაფერი იქნება გამოყენებული, ოღონდ თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად და კოლეგებთან თანამშრომლობით. ყველა პარტიასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, ვინც თვლის, რომ „ქართული ოცნება” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ვინც არის პროდასავლური ორიენტაციის და რეალურად “ქართული ოცნების” ოპოზიცია”,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები