1 6 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს

თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად სტარტაპერის და პლატფორმა Face2face-ის კოლაბორაციით ინდივიდუალური კონსულტაციების სერია გაკეთდა, რომელშიც პლატფორმაზე წარმოდგენილი სხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად, სტარტაპერის მხრიდან 11 პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას. 

 

Face2face არის კონსულტაციების ონლაინ პლატფორმა, რომელზეც შეგიძლია ჩანიშნო შეხვედრა დარგის პროფესიონალებთან. პლატფორმაზე სტარტაპერის მრჩევლები დაგხვდება, რომელთანაც კონსულაციის მიღება უფასოდ შეგეძლება.

 

პროექტში მონაწილეობის მიზანი ახალი ბიზნესების საჭიროებების დაკმაყოფილებაა.

ახალი წამოწყებისას სტარტაპერმა შესაძლოა არ იცოდეს რა გზით განავითაროს ახალი ბიზნესი და ბევრი მიმართულებით სჭირდება პროფესიანალთა რჩევები.

 

სტარტაპერი რამდენიმე წელია ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავს და თუმცა face2face-ის ფართომაშტაბიანი პლატფორმა შესაძლებლობას ქმნის, რომ სერვისით უფრო მეტმა სტარტაპერმა ისარგებლოს. ამ ერთობლივი ინიციატივით, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება დარგის ისეთ პროფესიონალებს გაესაუბროს, რომლებთანაც ინდივიდუალური კონსულაციის შანსი სხვა შემთხვევაში არ მიეცემოდათ.

 

კონსულტაციების გავლა შემდეგ კომპენცენციებში იქნება შესაძლებელი:

- ახალი ბიზნესი

- ბრენდის შექმნა

- დიზაინი

- სტრატეგია

- მოტივაცია

- კარიერა

- განათლება

- არქიტექტურა

- სამართალი

- ფინანსები

 

ამ თემებზე სტარტაპერის მხრიდან გაგესაუბრებიან : შოთა გიორგობიანი, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, პავლე გაბრიჭიძე, პაატა ღაძაძე, ინგა ყელაურიძე, გვანცა მურღვლიანი, ნინო ეგაძე, გიგი ჯანელიძე, კოკა ქამუშაძე, და ნუკა შევარდნაძე.

 

თუ ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით გაქვს გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც სანდო რჩევა დაგეხმარება, ჩანიშნე სტარტაპერის მრჩეველთან Face2Face-ის პლატფორმაზე უფასოდ შეხვედრა და გაესაუბრე  ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო პროფესიონალებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები