1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამბობენ, რომ თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა.. არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო! მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა - პრემიერი

 პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადება გააკეთა ევროკავშირთან დაკავშირებით.

„თუ ვინმეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით რაიმე გაუკეთებია, ეს არის „ქართული ოცნება“, იქნებოდა ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო რეჟიმი, ამის კულმინაცია იყო 3 მარტს ჩვენს მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მანამდე, არაფერი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა, ეს იყო დიქტატორული რეჟიმის გამყარება ქვეყანაში. ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური, ჩვენ ევროკავშირთან და ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩავწერეთ ყველა რეფორმა, რომელიც მთავრობამ უნდა გააგრძელოს. ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე. იდეალური არცერთი ქვეყანა არ არის, მათ შორის არცერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური. პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არის როგორც შავი და თეთრი, ასეთი მკვეთრი განსხვავებაა, თუ რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა  ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები