0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აბაშაში, სუფრაზე მეზობელმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა

 აბაშის სოფელ სამიქაოში, საახალწლო სუფრაზე მეზობელმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

დაჭრილს, ზვიად დარსმელიძეს, საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, დამნაშავე - თემურ კაჭარავა კი მოგვიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა.

"არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ წარსულში", - ამბობს დაჭრილის დედა.

დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლები ერთად აღნიშნავდნენ ახალი წლის დადგომას.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები