0 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართავს

” არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“, – ამის შესახებ  გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ფხაკაძემ აღნიშნული განცხადებით, იმ ფარმაკომპანიების ხელმძღვანელებს მიმართა, რომლებსაც ინტერესი აქვს ფარმაკომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანოს.

„ეს სიგნალი მომივიდა რამდენიმე დღის წინ და საჯაროდ მინდა ვთქვა და ყველა გავაფრთხილო, რომ ზოგიერთი ჯგუფები საქართველოში ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდეთ ფარმაკომპანიებთან და რომ ცალკე ვაქცინის შემოტანა იქნება სწორი გზა.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იქნება არასწორი გზა. რასაც ვამბობ შეიძლება ვინმეს ვაწყენინო ან ვინმეს ბიზნეს ინტერესებზე ვაბიჯებ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“ – აცხადებს ფხაკაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები