0 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნუ გვაპანიკებ უთხარით იმ ადამიანებს, რომელთაც უახლოესი ადამიანები დაეღუპათ, ეს მხოლოდ დასაწყისია, უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას" - ბექა ბახტაძე

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, კლივლენდის კლინიკის კარდიოლოგიის მეცნიერ თანამშრომელი, რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სიბეცის გამოაშკარავებაა იმის თქმა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“ბევრი შემთხვევაა, როდესაც ერთ ოჯახში რამოდენიმე ოჯახის წევრია გარდაცვლილი კორონავირუსით ან ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის.

ბევრი იტყვის რომ ნუ გვაპანიკებ და ათასგვარ სისულელეს, ბევრი იტყვის რომ ამერიკასავით ცუდად მაინც არ ვართ და კიდევ ერთხელ გამოაშკარავებს საკუთარ სიბეცეს… უთხარით ეგ იმ ადამიანებს რომელთაც უახლოესი ადამიანები დაეღუპათ.

ჩემი აზრით, ამ ადამიანთა ოჯახის წევრები უნდა მიიწვიონ ტელევიზიებმა რათა მათ გაუზიარონ რეალობა საზოგადოების იმ შეუგნებელ ნაწილს, რომელსაც ურჩევნია სირაქლემის პოზაში ყოფნა და ალტერნატიურ რეალობაში ცხვორება. ასაუბრეთ ის ხალხი, თუ როგორ მძიმეა ამ რეალობაში არსებობა, თუ რას გადიან, თუ როგორ შეეცვალათ ცხოვრება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო ბნელი ზამთარი მოელის ქვეყანას წინ”- წერს ბექა ბახტაძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები